საქართველო
ქოუჩი
ინტერნეტ მენეჯერის ონლაინ კურსი ძალიან კარგი იყო ქეთ. კარგად გქონდა აწყობილი და გასაგებად და საკმაოდ ვისიამოვნე მაგ კურსით. პრაქტიკულად კარგად და დალაგებულად, გარკვევით და საფუძვლიანად ხსნიდი ყველაფერს და გვეხმარებოდი რითიც შეგეძლო და ძალაინ კმაკოფილი დავრჩი მე. კარგის მეტი არაფერი მეთქმის და მადლობის, რომ ესეთი კარგი და ყირადღებიანი და პროფესიონალი იყავი. ამომწურავად გვიკეთებდი ყველაფერს.
მეტის ჩვენება
გერმანია
პერსონალური ქოუჩი, ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი
უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადო ქეთი ამ პროგრამის შექმნისთვის და კურირებისთვის 😊
21 საუკუნე წარმოუდგენელია ინტერნეტის გარეშე, სულ ერთია დამსაქმებელი ხარ თუ დასაქმებული, მასწავლებელი ხარ თუ მოსწავლე, გამყიდველი თუ მყიდველი, თუნდაც დიასახლისი არ აქვს მნიშვნელობა, ეს პროგრამა ნებისმიერი ახალგაზრდა თუ "ძველგაზრდასთვის" გამოსადეგი და მე ვიტყოდი აუცილებელია დღევანდელობაში,
უმოკლეს დროში შევისწავლე, თითქოს ელემენტარული, მაგრამ შრომატევადი ინტერნეტ მენეჯმენტი,დიდი მადლობა ქეთი გაწეული შრომისთვის, ძალიან გასაგები ენით, სწრაფად და ხარისხიანად გაზიარებული ცოდნისთვის ❤
ვურჩევ ყველას ვისაც გადაწყვეტილი აქვს თავის დამკვიდრება ინტერნეტ სივრცეში
მადლობა ქეთ 😘 და რა თქმა უნდა ინგა
მეტის ჩვენება
საქართველო
ჩემთვის ეს კურსი იყო აღმოჩენა, ეს არის ის აუცილებელი და ძირითადი საფეხური რითიც ადამიანმა უნდა დაიწყო, რომ შემდეგ განავითარო შენი თავი თუ ბიზნესი. მიხარია რომ გამიმართლა და ჩავერთე ამ პროგრამაში აქ შეძენილმა ცოდნამ დამაახლოვა ჩემ მიზნებთან და მინდა ქეთის უდიდესი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის,სტიმულისთვის და იმ საჭირო ცოდნისთვის რაც მოგვცა თითოეულ ჩვენგანს ❤ ბოლოს მინდა ყველას გირჩიოთ ჩაერთოთ ამ პროგრამაში და თქვენ მიზნებთან პირდაპირ მიფრინდეთ ქეთის დახმარებით
მეტის ჩვენება
საქართველო
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქეთის და ქალბატონ ინგას იმ ცოდნისთვის, რაც მოგვეცა ,,ინტერნეტ მენეჯერის ონლაინ კურსი"-ს განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მეგონა ბევრი რამე ვიცოდი თურმე ასე ნამდვილად არ ყოფილა, ყველას ვისაც ჩემსავით გონია ვურჩევ გაიაროს ეს კურსი და თვითონ დარწმუნდება ამაში. მადლობა იმისთვის რომ ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხებს გვცემდი და მადლობა შენი პოზიტივისთვის ქეთი. ყველანი ძალიან შემიყვარდით
მეტის ჩვენება
ინგლისი
პერსონალური ქოუჩი
ეს არის კურსი, რომელიც ზუსტად იმ დროს დაიწყო, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ეს არის კურსი, რომელმაც ჩემი საქმიანობა ბევრად გაამარტივა და მეტად პროდუქტიული გამხადა, აქ ნასწავლი, თითქოს მარტივი მაგრამ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები მეხმარებიან სწრაფად და ეფექტურად ქმედებაში, აქამდე მეგონა კომპიუტერს და სოციალურ სივრცეს ვიცნობდი, თუმცა ასე არ აღმოჩნდა, აქ მე შევისწავლე საოფისე პროგრამები, პრეზენტაციებისა და ვიდეოების აწყობა/მონტაჟი, ვისწავლე და გავაკეთე პირადი ლეიდინგ გვერდი, საქმიანად და პროფესიულად დავეუფლე სოციალური ქსელების მართვას, რის გარეშეც დღეს ვერც ერთი ბიზნესისა თუ საქმის გაკეთება ვერ წარმომიდგენია.
ამ კურსს ვუწევ 100% რეკომენდაციას, ყველას ვისაც აქვს პროდუქტი, მატერიალური თუ არამატერიალური სახით, და სურს ეს სოციალურ სივრცეს გააცნოს და შესთავაზოს, ამ პროგრამაში ამისათვის ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი მასალაა.
ეს კურსი იძლევა შესაძლებლობას, დაეუფლო ახალ პროფესიას ძალიან მოკლე დროში და გახდე ინტერნეტ მენეჯერი.
ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი ქეთის ამ კურსის შექმნისთვის, იმისთვის რომ ყველაფერს ძალიან მარტივად და დეტალურად ხსნიდა, იმისათვის რომ მისი ცოდნისა და გამოცდილების ნამდვილ ექსტრაქტს დებდა თითოეულ გაკვეთილში, იმისთვის რომ ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ კითხვაზე პასუხისა და დახმარებისთვის.
კიდევ დავამატებდი, ის რასაც ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრის გვერდზე, საიტზე, იუთუბ არხზე ხედავთ, და თუ ეს ყველაფერი თქვენთვის მომხიბვლელია და გსურთ ანალოგის შექმნა, მაშინ არ დააყოვნოთ და გაიარეთ ინტერნეტ მენეჯერის ონლაინ კურსი, აქ ყველაფერია.
დიდი სიყვარულით და მადლიერებით ანა ბულბულაშვილი.
მეტის ჩვენება
საქართველო
მხატვარი-ფერმწერი,კერამიკოსი.
დავასრულე "ინტერნეტ მენეჯერის" კურსი,რომელიც ჩემი მხრიდან იყო საკუთარი თავის გამოწვევა.არშემიძლია რამოდენიმე სიტყვით არ ვთქვა ჩემს მადლიერებასა და ემოციებზე, რომელიც სწავლის პერიოდში განვიცადე,
მადლიერება,რომელიც ამ პროგრამის ხელმძღვანელების ( ინგა ბლესსიი,ket beluna ) მიმართ დამრჩა.
ქეთი,რომელიც მშვიდად და იუმორით უდგებოდა ჩვენს ტექნიკურ "რთულ"😊 დაბრკოლებებს და თავის პროფესიონალიზმს მშვიდად კიდევ ერთხელ გვიხსნიდა
მადლობა ჩემგან ქეთის❤️
მიხარია რომ გამიმართლა და ყოყმანის მიუხედავად მივიღე სწორი გადაწყვეტილება ჩავრთულიყავი ამ პროგრამაში.ახლა უკვე როგორი გამართული და ბედნიერი ვარ ყველა ტექნიკურ დაბრკოლებას უკვე ჩემით ვაგვარებ და ჩემი ინტერნეტ ბიზნესიც წინ მიდის დღითიდღე,მე კი ფრთები მესხმება,ღიმილს მგვრის ნუთუ ეს მართლა ხდება 🤩👌🥰კიი ხდება თურმე და ეს არის ერთერთი ბედნიერების ემოცია! მადლობა თქვენ და ვფიქრობ კიდევ დავბრუნდები სასწავლი კიდევ ბევრია
მეტის ჩვენება