საქართველო
ნაკადი IV
მე მაია მაძღარაშვილი,ვარ ქოუჩინგის ონლაინ აკადემიის მე-4 ნაკადის კურსდამთავრებული.რაი იყო ჩემი ამ აკადემიაში მოსვლის მიზეზი? ალბათ ის რომ მეპოვა ძალა რომელიც მაცოცხლებდა და გამხდიდა ბედნიერს.
რამოდენიმე წლის უკან ჩემი ცხოვრება უსასრულო წყვდიადმა მოიცვა, თითქოს ქაოსმა, შფოთვამ, სასოწარკვეთამ დაისადგურა ჩემს სულში, რომელიც დღითიდღე მანადგურებდა, ძვლებს მიმსხვრევდა და სუნთქვის საშუალებას არ მძლევდა. ვიბრძოდი, ვეწინააღმდეგებოდი ძალას და ენერგიას არ ვიშურებდი მაგრამ ყოველ ჯერზე ის იმარჯვებდა მე კი ფსკერისკენ მივექანებოდი.
ბოლოს დავნებდი, ხელები ჩამოვუშვი, წამიც და ყველაფერი დამთავრდებოდა დაორთქლილ სარკეს ხელი გადავუსვი და…
დავინახე ორი ანთებული თვალი რომლებიც განწირული ხმით მიყვიროდნენ და მევედრებოდნენ,,დარჩი ცოცხალი“ ,,დარჩი ცოცხალი“…
თითქოს რაღაც განათდა, მაშინ პირველად ამდენი ხნის შემდეგ, ვიგრძენი, როგორ გამალებით მიცემდა გული,როგორ ამოძრავდა სისხლი ჩემს ძარღვებში, ძალა მოვიკრიბე პირი გავაღე და ამოვიხრიალე,,მე ვირჩევ სიცოცხლესს“.
იმ წუთიდან დავიწყე ძებნა იმ გზების და საშუალებების რომელიც ყველაზე სწრაფ შედეგს მომცემდა.
ჯერ იყო ინგას ონლაინ ლექციები, შემდეგ ცოცხალი სემინარი, ბოლოს კი აკადემია, ვერც კი ვიფიქრებდი წინ რა საოცრება მელოდა. პირველივე გაკვეთილზე ვიგრძენი როგორ შემოიჭრა ჩემში დადებითი მუხტი შემდეგ კიდევ, კიდევ. ვხედავდი როგორ უბრუნდებოდა სამყაროს ფერები, როგორ მომწყურდა სიციცხლე.
ამ საოცარი პროგრამის წყალობით ვისწავლე როგორ მივიღო ცხოვრებისგან პოზიტივი, ვისწავლე საკუთარი თავის სიყვარული და რაც მთავარია დავაფასე ყველაზე მთავარი და ღირებული ,,სიცოცხლე“.
ახლა თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მე ვიპოვე ძალა საკუთარ თავში, დავიბრუნე სილაღე, სიმშვიდე, ბედნიერების განცდა, განვთავისუფლდი წარსული ტრავმებისაგან და განვიცადე სრული ტრანსფორმაცია, უკვე შემიძლია
ჩემი რესურსები, ცოდნა და უნარები, მოვახმარო იმ ადამიანებს რომლებსაც ცხოვრებისეული გამოწვევები აქვთ და მარტო ვერ უმკლავდებიან. მადლობა ქალბატონ ინგა ბლესს და მის გუნდს, იმ სიკეთეებისთვის რომელსაც იჩენენ თითოეული ჩვენგანის მიმართ.
პატივისცემით, მაია მაძღარაშვილი.
მეტის ჩვენება
საქართველო
ნაკადი V
მეტის ჩვენება
საქართველო
ნაკადი V
ფსიქოლოგია რომელიც ვისწავლე , ძალიან მაინტერესებდა გამოუყენებელი იყო ჩემთვის, ვაგრძელებდი მასთან დაახლოებას ყველა საშუალებით რაც ინტერნეტში მოიპოვებოდა და იკითხებოდა, მაგრამ სურვილი დავხმარებოდი ადამიანებს ვერ ვაგნებდი ამ გზას.
ეს გზა აქ ვიპოვე, ვიპოვე ჩემი თავის ის ნაწილი რომელის არსებობა არ ვიცოდი, ვისწავლე მეთოდები როგორ მოვძებნო სასურველი გზა ,რომელიც ჩემს რეალურ მიზანთან მიმიყვანს და ამ რეალური მიზნის აღმოჩენაც აქ ვისწავლე. ვისწავლე ჩემს თავთან დაკავშირების ხერხები. ვიყავი მთვლემარე და გავიღვიძე , გაღვიძებული მდგომარეობა რესურსულად როგორ გამოვიყენო ესეც აქ ვისწავლე .
მე მადლიერი ვარ განსაკუთრებულად ,რომ იყავი მუდამ ყურადღებიანი და ჩვენს კითხვებს და საჭიროებებს მუდამ ყურადღებით ეკიდებოდი ჩემო უთბილესო💗💗💗
მეტის ჩვენება
საქართველო
ნაკადი V
ქოუჩინგის აკადემია ეს არის სკოლა რომელმაც მომცა თავდაჯერებულობა,მე ვისწავლე დიადი მიზნების დასახვა და ცხოვრების ნებისმიერ მომენტში ამის გამოყენება,მე მივიღე ძირეული ტრანსფორმაცია,გავერკვიე სირთულეებსა და გამოწვევებში,ეს არის გზა მიზნამდე,ამ სკოლის საშუალებით მე შევცვალე ჩემი ცხოვრება,ჩემი ქმედებები და ვიპოვე საკუთარი თავი,შედაგად კი მივიღე ჩემი თავი განსხვავებული,ენერგიული,მოტივირებული,პირველ რიგში კი მასწავლა როგორ უნდა ვიყო ჩემ თავთან ჰარმონოაში,ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია,მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კურატორებს,იმ ადამიანებს რომლებმაც ჩვენი ირწმუნეს და მუდმივად ცდილობდნენ ჩვენი შესაძლებლობების გაზრდას,თითოელს დიდი მადლობა,შევიძინე მეგობრები რომლებსაც ძალიან დავუახლოვდი და შევიყვარე,დიდი პატივი იყო თითოეულ თქვენგანთან მუშაობა..პატივისცემით თაკო❤❤❤
მეტის ჩვენება
საქართველო
ნაკადი V
აკადემიაში სწავლა ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება, ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა, ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისი რომელიც მთელი ცხოვრება ტკბილად გამახსენდება:) აკადემიაში სწავლისას ბევრი რამ გავაცნობიერე გავიცანი საკუთარი თავი და პიროვნულად გავიზარდე.აქ მივიღე სიმშვიდე და ზღვა ენერგია რომელიც მაბედნიერებს, დილით ბედნიერი ვიღვიძებ მთელი დღე ბედნიერი ვარ და ცხოვრება მიხარია🤗🤗🤗 მინდა უღრმესი მადლობა გითხრათ ყველას ყველას ყველას ამ სიხარულისთვის და ამ ბედნიერებისთვის🌞🌞🌞🌈🌈🌈💜💜💜 მიყვარხართ და მიხარიხართ რომ არსებობთ💖💖💖 დიდი მადლობა 😊 ეს ის მცირედია რისი გამოხატვაც შევძელი🌟🌟🌟🌟🌟🌟🌟🌟🌟
და კიდევ ძალიან ბევრი კომპლექსებისგან და შიშებისგან განვთავისუფლდი, ყოველდღე ვგრძნობ შედეგს🤗🤗🤗 ბედნიერი ვარ😘😘😘
მეტის ჩვენება
საფრანგეთი
ნაკადი IV
ქოუჩინგის ონლაინ აკადემიამ ჩემი მოლოდინები გაამართლა, შევძელი არა მარტო საკუთარ თავზე მუშაობა არამედ დავეუფლე ახალ პროფესიას როგორიცაა პერსონალური ქოუჩი, 7 თვეში მე უკვე ვფლობ რამდენიმე ქოუჩინგურ და ფსიქოთერაპიულ ტექნიკას.მაქვს ჩემი ფეისბუქ გვერდი და შემიძლია დახმარება გავუწიო ახლობელ თუ უცხო ადამიანებს.
კურსის განმავლობაში მიღებული პირადი შედეგები : კომფორტის ზონიდან გამოსვლა, თავდაჯერებულობა,ჩემში არსებული შესაძლებლობების და რესურსების დანახვა , ემოციების მართვა და გაფილტვრა, საკუთარი თავის მიმღეობა ისეთი როგორიც ვარ, დღევანდელობით ტკბობა, მოზღვავებული დადებითი ენერგია…
მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, გაწეული შრომისთვის, მე განვიცადე ტრანსფორმაცია , მე შევიყვარე საკუთარი თავი, მე დავინახე იმედი და რესურსები ჩემში, მე ვისწავლე დღევანდელობით ტკბობა, თითქმის აღარ ვწუწუნებ, მოქმედებაზე გადავდივარ, ვარ უბედნიერესი , მივიღე საკუთარი თავი ისეთი როგორიც ვარ, შვილებთან ვარ გამგები, კიდევ უფრო მეტ სიყვარულს და ენერგიას ვგრძნობ და ვიღებ ხალხისგან, ნეგატიურ ენერგიას ვფილტრავ და არ ვუშვებ ჩემამდე, ამდენი დადებითი შეგრძნებების მერე ეჭვი მეპარება მართლა სექტქში ხომ არ ვარ როგორც დედაჩემი მეუბნება, მოკლედ კარგად ვარ იქ სადაც ვარ, ვაპირებ სწავლის გაგრძელებას ფრანგულად, ფინანსების მოძიების პროცესში ვარ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა
მეტის ჩვენება