ისმის კითხვა, თუ რის საფუძველზე ხდება პარტნიორის შერჩევა? სხვადასხვა ფსიქოლოგები ამას განსხვავებულად ხსნიან.
ფროიდი – მისი მოსაზრებით ადამიანები პარტნიორად ირჩევენ საკუთარი მშობლების მსგავსს.
ვინჩი – მან ჩამოაყალიბა „კომპლიმენტალური მოთხოვნილებების თეორია“. მიაჩნია, რომ განსხვავებული ადამიანები იზიდავენ ერთმანეთს, ისე როგორც პლიუსი იზიდავს მინუსს და პირიქით. მაგალიტად დაბალ ბიჭებს მოსწონთ მაღალი გოგონები და ა.შ.
სენტერსი – მას მიაჩნია, რომ მოთხოვნილებების საფუძველზე ხდება პარტნიორების შერჩევა. თუ მოთხოვნილებები მსგავსია, მაშინ პარტნიორები ერთმანეთს პოულობენ. მაგალითად, თუ ბიჭს უყვარს ბუნება და გოგოსაც უყვარს, მაშინ ისინი ერთმანეთს გაუგებენ, ან თუ ბიჭს უყვარს ბუნება და გოგოს -სახლში ყოფნა, მაშინ ისინი ერთმანეთს შეავსებენ.
მურშტეინი – გამოყოფს იმ სამ ასპექტს, რომლის თანახმადაც ხდება პარტნიორის შერჩევა: სტიმული, ღირებულება, როლი.
წყვილის ურთიერთობა იწყება სტიმულით (მე ვხედავ, ის მხედავს). უნდა გამოიკვეთოს მოწონება გარეგნობაში, მანერებში. სტიმულის ნიადაგზე როდესაც მოერგებიან, შემდეგი ნაბიჯია ღირებულებების ეტაპი. პირველ პაემანზე გაარკვევენ იმას, ღირს, თუ არა ურთიერთობის გაგრძელება. მაგალითად, თუ ბიჭი აღმოჩნდება, რომ ეკლესიური არ არის და გოგო აღმოჩნდება ეკლესიური, მაშინ ურთიერთობის გაგრძელების ნაკლები შანსია. როლების საფეხურზე ხდება როლების გადანაწილება, ანუ ბიჭს/გოგოს რა ევალება და რა უნდა გააკეთონ ერთმანეთისთვის.
მითები და რეალობა
არსებობს შინაბერებისა და ბერბიჭების შესახებ მითი. გავრცელებული აზრით, ეს ადამიანები ხასიათდებიან უარყოფით პიროვნებებად. თუმცა არის საპირისპირო მოსაზრებაც, რომ არიან მხიარულები, სიცოცხლისუნარიანები, დიდი ხანი არიან ახალგაზრდები და ა.შ. ასეთ ადამიანებზე ჩატარდა კვლევა, სადაც ეკითხებოდნენ, თუ რატომ არ შექმნეს ოჯახი. დიდმა ნაწილმა უპასუხა, რომ ეს მათი პირადი არჩევანი იყო, რადგან არ სურდათ, ვინმეზე ყოფილიყვნენ დამოკიდებულნი.
შინაბერობა სოციალური ფენომენი არ არის, ეს უფრო ფსიქოლოგიური ფენომენია. შეიძლება, ეს არის გენეტიკური და არა გარემოდან მოსული.
ოჯახური ციკლი არსებობს ოჯახური ციკლის რამოდენიმე საფეხური:
1. მშობლების ოჯახიდან წასვლა;
2. საკუთარი ოჯახის შექმნა;
3. პირველი ბავშვის დაბადება;
4. პირველი ბავშვის სკოლაში წასვლა;
5. უკანასკნელი ბავშვის დაბადება;
6. უკანასკნელი ბავშვის ოჯახიდან წასვლა;
7. ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება.
წყარო: დავით თევდორაშვილი- განვითარების ფსიქოლოგია