Skip to content

ინგა ბლესსის განათლების ხაზი

IBEL ACADEMY

  • (+995) 568 88 77 77
  • info@supercoachi.com
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • ჩვენი გუნდი
    • მისია და მიზანი
    • სიმბოლიკა
  • კურსები
    • ქოუჩინგი
    • პრაქტიკული ფსიქოლოგია
    • ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერები
    • სერტიფიცირებული ქოუჩის შვიდთვიანი ონლაინ კურსი
  • კურსდამთავრებულები
    • ქოუჩინგის აკადემია
    • ინტერნეტმენეჯერი
  • ბლოგი/სტატიები
    • ქოუჩინგი
    • ფსიქოლოგია
    • სტუდენტები და კურსდამთავრებულები
  • ბიბლიოთეკა
    • მეტაფორული ბარათები
Menu
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • ჩვენი გუნდი
    • მისია და მიზანი
    • სიმბოლიკა
  • კურსები
    • ქოუჩინგი
    • პრაქტიკული ფსიქოლოგია
    • ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერები
    • სერტიფიცირებული ქოუჩის შვიდთვიანი ონლაინ კურსი
  • კურსდამთავრებულები
    • ქოუჩინგის აკადემია
    • ინტერნეტმენეჯერი
  • ბლოგი/სტატიები
    • ქოუჩინგი
    • ფსიქოლოგია
    • სტუდენტები და კურსდამთავრებულები
  • ბიბლიოთეკა
    • მეტაფორული ბარათები

იგავი -ორი ძმა

ერთ სოფელში მოხუცი კაცი ცხოვრობდა,რომელსაც ორი ვაჟი ჰყავდა.
როდესაც ვაჟები დაქორწინდნენ მამამ ქონება თანაბრად გაუნაწილა.ვენახები,ყანები,ეზო და სახლ-კარი.თავად სოფლის ბოლოს ქოხში გადავიდა საცხოვრებლად.შვილებს კი ერთი რამე სთხოვა.
-არ მინდა რომელიმეს ხელი შეგიშალოთ და ტვირთად დაგაწვეთ.

სოფლის ბოლოს,მამაჩემის დატოვებულ ქოხში ვიცხოვრებ.ჩემთვისაც ასე სჯობია და თქვენთვისაც,ოღონდ ერთ დღეს,ერთმა უნდა მომიტანოს საჭმელი და ხილი,მეორე დღეს,კი მეორემ.
ასეც იქცეოდნენ ვაჟები.დღეგამოვებით მამასთან მიდოდნენ და სადილი მიჰქონდათ.

უფროსი ვაჟის ცოლი ძუნწი ქალი იყო.შვილის მიტანილი საჭმელი მოხუცს მეორე დღემდე არ ჰყოფნიდა,თუმცა საყვედურს არასდროს ამბობდა.უმცროსი ვაჟის ცოლი კი,იმდენ საჭმელს უგზავნიდა,რომ მეზობლებსაც უნაწილებდა კაცი.ასე გადიოდნენ თვეები და წლები.ერთ დღეს კაცმა ორივე შვილს შეუთვალა საჭმელი მომიტანეთ და მოდითო.მართლაც ორივე მივიდა მამასთან.უფროსს პატარა ჯამით სადილი მოეტანა.უმცროსს კი როგორც ყოველთვის დიდი გობით(დიდი ზომის ჯამი.იყენებენ ცომის მოსაზელად)მოხუცს ჭამის თავიც აღარ ჰქონდა და შვილებს სთხოვა საჭმელი მეზობლებისთვის დაერიგებინათ.ასეც მოიქცნენ.შემდეგ უთხრა, ჭურჭელი გაერეცხათ,
ისინიც დაემორჩილნენ მამის დავალებას.

მამამ თქვა.-რაც გამაჩდა თანაბრად გაგინაწილეთ,გული ხომ არაფერზე გწყდებათ?-არა,არაფერზე.უპასუხეს შვილებმა.-მადლობელი ვარ,რომ ეს წლები ზრუნავდით ჩემზე და ცხელი სადილი მოგქონდათ,თქვენს ცოლებსაც მადლობას ვუხდი.

დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დამრჩა და სანამ ამ ქვეყნიდან წავალ,მათთან საჩუქარი მინდა გაგატანოთ.აბა მოიტანეთ თქვენი ჭურჭელი,რომ მადლიერებით ავავსო.მივიდა უფროსი შვილი და მამამ ერთი მუჭა ოქრო ჩაუყარა ჯამში.ჯამიც პირამდე აივსო.ჯერი უმცროს ვაჟზე მიდგა.მამა ძლივს გალასლასდა ოთახიდან და ერთი გუდა შემოიტანა.გაოცებული უყურებდნენ შვილები,მათ არ იცოდნენ თუ მოხუცს ამდენი ოქრო და ძვირფასეულობა ჰქონდა.მამამ გუდას პირი მოხსნა და უმცროსი ვაჟის გობიც აივსო ოქროს მონეტებით.

მოხუცმა სიყვარულით შეხედა შვილებს და უთხრა-რა ჭურწელსაც წაიღებთ წყაროზე,იმ ჭურჭელს აგივსებთ.წყალზე არ უნდა გაბრაზდეთ,თუ ბევრ წყალს ვერ მიიტანთ სახლში.არც ჭურჭელია დამნაშავე, ნურც მას დაუწყებთ ფეხების რტყმას.გახსოვდეთ,ყველა იმ სარწყალით მიიღებს,რომლითაც გასცემს.

მადონა ჯავახიშვილი

გაიგე მეტი “ტრანსფორმაციული ქოუჩინგის” სერთიფიცირებული ონლაინ კურსის შესახებ-
დააჭირე აქ

2 270

გააზიარეთ

  • Total: 1
  • Facebook0
  • Twitter0
  • Google+0
  • Pinterest0
  • LinkedIn 

მსგავსი სიახლეები

103438181_552873735405773_1218773606097617109_n

მარტივია ბედნიერი იყო!

„ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეა. სიცოცხლე მას ეძლევა მხოლოდ ერთხელ და …

სრულად →
7f86cc98c38b710aed0b0ca298086ce753950394565297

გაცნობიერება ტვინის განსაკუთრებული უნარია

“შესაძლოა ისე მოკვდე რომ ვერ აღმოაჩინო რა იყო შენი გრძნობა,ის …

სრულად →
photo

ნუ აქცევ თანამდროვე ტექნოლოგიებს შენს მტრად!

ყოველ ჩვენგანს დღე- ღამეში 24 საათი გვეძლევა , ხოლო ორ …

სრულად →
885f94026c8e3c20afb7fd74650843dc

ადამიანი, ვისაც შენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია,ხარ შენ!

ჩვენს მიერ არჩეული ცხოვრების წესი,ცხოვრების გზა და ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში, …

სრულად →
ad4850143e7568edb31e7b3834e4447a7991a03b_snails

ცხოვრების გაუმჯობესების 4 ინგრედიენტი

მოგესალმები, ძვირფასო მკითხველო! ამ სტატიაში მინდა 4 წესის შესახებ გიამბო, …

სრულად →
time

გიფიქრიათ იმაზე, თუ რას ვერ ვიმორჩილებთ ადამიანები?

დავაფასოთ დრო…  გიფიქრიათ იმაზე, თუ რას ვერ ვიმორჩილებთ ადამიანები? ჩვენს …

სრულად →
Copyright © 2021 ინგა ბლესსის განათლების ხაზი | Created by Kerketi