Skip to content

ინგა ბლესსის განათლების ხაზი

IBEL ACADEMY

  • (+995) 568 88 77 77
  • info@supercoachi.com
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • ჩვენი გუნდი
    • მისია და მიზანი
    • სიმბოლიკა
  • კურსები
    • ქოუჩინგი
    • პრაქტიკული ფსიქოლოგია
    • ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერები
    • სერტიფიცირებული ქოუჩის შვიდთვიანი ონლაინ კურსი
  • კურსდამთავრებულები
    • ქოუჩინგის აკადემია
    • ინტერნეტმენეჯერი
  • ბლოგი/სტატიები
    • ქოუჩინგი
    • ფსიქოლოგია
    • სტუდენტები და კურსდამთავრებულები
  • ბიბლიოთეკა
    • მეტაფორული ბარათები
Menu
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • ჩვენი გუნდი
    • მისია და მიზანი
    • სიმბოლიკა
  • კურსები
    • ქოუჩინგი
    • პრაქტიკული ფსიქოლოგია
    • ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერები
    • სერტიფიცირებული ქოუჩის შვიდთვიანი ონლაინ კურსი
  • კურსდამთავრებულები
    • ქოუჩინგის აკადემია
    • ინტერნეტმენეჯერი
  • ბლოგი/სტატიები
    • ქოუჩინგი
    • ფსიქოლოგია
    • სტუდენტები და კურსდამთავრებულები
  • ბიბლიოთეკა
    • მეტაფორული ბარათები

გიფიქრიათ იმაზე, თუ რას ვერ ვიმორჩილებთ ადამიანები?

დავაფასოთ დრო…

 გიფიქრიათ იმაზე, თუ რას ვერ ვიმორჩილებთ ადამიანები?

ჩვენს მრავალფეროვან სამყაროში დრო ერთადერთია, რაც გვმართავს და ჩვენს დაუკითხავად მიედინება, თანაც მხოლოდ ერთი მიმართულებით – დასაწყისიდან დასასრულამდე. ნუ შეხედავთ ამას სკეპტიკურად, პირიქით, გაითავისეთ , რომ  უნდა გავეკიდოთ მას, ფეხი ავუწყოთ და ისე მოვექცეთ, რომ ჩვენს წისქვილზე დაასხას წყალი.

  ვფიქრობ, სწორედ ახლა, ამ მოცემულობაში უფრო მეტი სიხშირით გაიგონებდით  ფრაზას : „ აღარ ვიცი დრო როგორ მოვკლა“.  არამც და არამც მეგობრებო! მოვკლათ კი არა, სული უნდა შთავბეროთ და ჩვენში ვაცოცხლოთ, სხვაგვარად დროს კი არ მოვკლავთ, თავად მოგვკლავს იგი!

   დრო ან კეთილია, ან ვერაგი, მაგრამ ძალიან სამართლიანი.  იცის ,  როგორ ვექცევით მას.  თუ  დროს აბუჩად აიგდებთ და სათანადოდ არ დააფასებთ მის ძალას, მერწმუნეთ, ამით მხოლოდ თქვენ დარჩებით წაგებული და ძალიან გვიან იქნება, როდესაც გააცნობიერებთ, რომ ცხოვრებამ გვერდით ჩაიარა. თითოეული წუთი კი არა, წამის მეათასედი უნდა აღვიქვათ. დაგეგმეთ, გაზომეთ და გამოიყენეთ ის.

  შევთანხმდით იმაზე, რომ დროს ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ ხომ  შეგვიძლია მისი დაგეგმვა და გამოყენება ჩვენი განვითარებისათვის?!  ალბათ ხშირად გვსმენია ფრაზა : „ დრო ფულია“ –  ასეა, მაგრამ არა პირდაპირი გაგებით, რადგან მისი ზუსტი ღირებულება არავინ იცის. იგი უკვდავია და ყველა ღირებულებაზე აღმატებული.

  მინდა მოვიშველიო ბენჟამინ ფრანკლინის სიტყვები – „ შენ შეგიძლია გადადო, მაგრამ დროს – არა.“  რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, არასოდეს გადადოთ ის საქმე სამომავლოდ, რისი გაკეთებაც ახლა შეგიძლიათ.  დროის გონივრულად გამოყენება არის იმ  იდუმალი სკივრის გასაღები, სადაც წარმატება იმალება.

  დრო ჯილდოა… დავიმსახუროთ იგი!

ლია ჭელიძე

1 099

გააზიარეთ

  • Total: 0
  • Facebook0
  • Twitter0
  • Google+0
  • Pinterest0
  • LinkedIn0

მსგავსი სიახლეები

103438181_552873735405773_1218773606097617109_n

მარტივია ბედნიერი იყო!

„ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეა. სიცოცხლე მას ეძლევა მხოლოდ ერთხელ და …

სრულად →
7f86cc98c38b710aed0b0ca298086ce753950394565297

გაცნობიერება ტვინის განსაკუთრებული უნარია

“შესაძლოა ისე მოკვდე რომ ვერ აღმოაჩინო რა იყო შენი გრძნობა,ის …

სრულად →
photo

ნუ აქცევ თანამდროვე ტექნოლოგიებს შენს მტრად!

ყოველ ჩვენგანს დღე- ღამეში 24 საათი გვეძლევა , ხოლო ორ …

სრულად →
885f94026c8e3c20afb7fd74650843dc

ადამიანი, ვისაც შენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია,ხარ შენ!

ჩვენს მიერ არჩეული ცხოვრების წესი,ცხოვრების გზა და ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში, …

სრულად →
ad4850143e7568edb31e7b3834e4447a7991a03b_snails

ცხოვრების გაუმჯობესების 4 ინგრედიენტი

მოგესალმები, ძვირფასო მკითხველო! ამ სტატიაში მინდა 4 წესის შესახებ გიამბო, …

სრულად →
time

გიფიქრიათ იმაზე, თუ რას ვერ ვიმორჩილებთ ადამიანები?

დავაფასოთ დრო…  გიფიქრიათ იმაზე, თუ რას ვერ ვიმორჩილებთ ადამიანები? ჩვენს …

სრულად →
Copyright © 2021 ინგა ბლესსის განათლების ხაზი | Created by Kerketi