Skip to content

ინგა ბლესსის განათლების ხაზი

IBEL ACADEMY

  • (+995) 568 88 77 77
  • info@supercoachi.com
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • ჩვენი გუნდი
    • მისია და მიზანი
    • სიმბოლიკა
  • კურსები
    • ქოუჩინგი
    • პრაქტიკული ფსიქოლოგია
    • ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერები
    • სერტიფიცირებული ქოუჩის შვიდთვიანი ონლაინ კურსი
  • კურსდამთავრებულები
    • ქოუჩინგის აკადემია
    • ინტერნეტმენეჯერი
  • ბლოგი/სტატიები
    • ქოუჩინგი
    • ფსიქოლოგია
    • სტუდენტები და კურსდამთავრებულები
  • ბიბლიოთეკა
    • მეტაფორული ბარათები
Menu
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
    • ჩვენი გუნდი
    • მისია და მიზანი
    • სიმბოლიკა
  • კურსები
    • ქოუჩინგი
    • პრაქტიკული ფსიქოლოგია
    • ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერები
    • სერტიფიცირებული ქოუჩის შვიდთვიანი ონლაინ კურსი
  • კურსდამთავრებულები
    • ქოუჩინგის აკადემია
    • ინტერნეტმენეჯერი
  • ბლოგი/სტატიები
    • ქოუჩინგი
    • ფსიქოლოგია
    • სტუდენტები და კურსდამთავრებულები
  • ბიბლიოთეკა
    • მეტაფორული ბარათები

ცხოვრების გაუმჯობესების 4 ინგრედიენტი

მოგესალმები, ძვირფასო მკითხველო! ამ სტატიაში მინდა 4 წესის შესახებ გიამბო, რომლებიც ძალიან დამეხმარა ცხოვრების გაუმჯობესებაში,  თავის ზედმეტი ატკივებისგან დამიცვა და ბედნიერებაც კი მომიტანა. ვფიქრობ, შენც დაგეხმარება! მაშ ასე, დავიწყოთ.

         პირველი წესი – იყავი უცოდველი შენს სიტყვებში. იყო უცოდველი შენს სიტყვებში ნიშნავს, რომ არ გამოიყენო სიტყვები შენი ან სხვის წინააღმდეგ. აქ მხედველობაში მაქვს როგორც მათი ვერბალური გამოვლინება, ასევე საკუთარ გონებაში უბრალოდ ფიქრი. მათ ენერგეტიკულად ორივეს აქვს ძალა და ზეგავლენა. ელაპარაკე საკუთარ თავს და სხვებს უცოდველი ენით, ნუ განიკითხავ და ნუ ილაპარაკებ სხვებზე ცუდს, ნუ იჭორავებ სხვებზე, მათ ნაკლზე და სისუსტეზე. ქვეცნობიერი არ ასხვავებს სხვების და საკუთარი თავის კრიტიკას და თუ მიჩვეული ხარ სხვების კრიტიკას, ის დაიწყებს შენს გაკრიტიკებასაც. ამიტომ იყავი უცოდველი შენს სიტყვაში; ილაპარაკე სიმართლე, სიტყვით დალოცე და გაახარე ადამიანი.

         მეორე წესი – ნურაფერს ნუ მიიღებ როგორც პირადულს. ძალიან ხშირად, როცა ჩვენ სხვა ადამიანები გვეუბნებიან რაღაც ცუდს ან გვტკენენ გულს, ჩვენ გვგონია, რომ ამის მიზეზი მხოლოდ ჩვენ ვართ, (შეიძლება ასეც იყოს), თუმცა 10 დან 9 შემთხვევაში პრობლემა ჩვენში კი არა იმ ადამიანშია, ვინც ცუდს გვეუბნება ან გვტკენს გულს, რადგან ის თავად არის ცუდად, თავად განიცდის ტკივილს და ერთადერთი რისი გაცემაც შეუძლია, ეს კვლავ ტკივილი და გულის ტკენაა, რაც შიგნით, ის – გარეთ.. მოუჭირეთ ლიმონს ხელი და ნახავთ, მისგან ლიმონის წვენი გამოვა და არა ვაშლის ან მსხლის წვენი. ასევე არიან ადამიანებიც; რასაც განიცდიან და როგორც გრძნობენ თავს, ისე ექცევიან სხვებსაც. აბა დაფიქრდით, როცა ცუდად იყავით, ყოველთვის კარგად ექცეოდით და ელაპარაკებოდით სხვას?! რაღაც არამგონია და როცა კარგად იყავით და კარგად გრძნობდით თავს, ხომ მარტივი, ადვილი და ბუნებრივი იყო თქვენთვის, რომ სხვებისთვის პოზიტიური ენერგია გაგეზიარებინათ. ჩვენ, ზოგადად, ერთნაირები ვართ. გახსოვდეთ ეს და მეტად მიმტევებელი იყავით სხვების მიმართ! გაუგეთ და აპატიეთ, რადგან ისინი თავად ცუდად არიან, როცა ცუდად გექცევიან.

         მესამე წესი – გადაამოწმეთ თქვენი აზრები და ფანტაზიები. ადამიანებს განსხვავებული აღქმა გვაქვს. ერთი და იმავე სიტყვებში და მოქმედებებში შეიძლება სხვადასხვა მიზეზი დავინახოთ, ამიტომ, აუცილებელია, რომ გადავამოწმოთ ის, რაც ვიფიქრეთ, წარმოვიდგინეთ, სწორია თუ არა. ასეთ მაგალითს მოვიყვან: თქვენ დაინახეთ თქვენთვის მიმზიდველი ადამიანი, მან თქვენკენ გამოიხედა და გაიღიმა; თქვენ შეილება ათასი ფანტაზია შეთხზათ იმაზე, თუ როგორ მოსწონხართ მას და ასე შემდეგ, მაგრამ შეიძლება მან უბრალოდ მეგობარს გაუღიმა, რომელიც ასევე თქვენს უკან მოდიოდა. თქვენ იმედები გაგიცრუვდებათ თუ არ გადაამოწმებთ ინფორმაციას, ამიტომ გადაამოწმეთ ის, რასაც ფიქრობთ.

         მეოთხე წესი – აკეთეთ თქვენი მაქსიმუმი ყველაფერში. ჩვენ ხშირად გვეუფლება დანაშაულის შეგრძნება ან სინანული, როცა რაღაცას საკმარისად არ ვაკეთებთ, ამიტომ აკეთეთ თქვენი მაქსიმუმი და როცა მე ვამბობ, აკეთეთ თქვენი მაქსიმუმი, არ ვამბობ იმას, რომ საკუთარი თავი გადაწვამდე მიიყვანოთ. არა, არა და კიდევ ერთხელ, არა! აკეთეთ თქვენი მაქსიმუმი ზომიერების ფარგლებში. აი ეს ოთხი წესიც გამოიყენეთ და ნახავთ, თქვენი ცხოვრება როგორ გაუმჯობესდება! გემშვიდობებით და გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულსა და წარმატებას!..

ლევან გვასალია

© IBEL ACADEMY

გაიგე მეტი “ტრანსფორმაციული ქოუჩინგის” სერთიფიცირებული ონლაინ კურსის შესახებ-
დააჭირე აქ

2,461

გააზიარეთ

  • Total: 1
  • Facebook0
  • Twitter0
  • Google+0
  • Pinterest0
  • LinkedIn 

მსგავსი სიახლეები

103438181_552873735405773_1218773606097617109_n

მარტივია ბედნიერი იყო!

„ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი სიცოცხლეა. სიცოცხლე მას ეძლევა მხოლოდ ერთხელ და …

სრულად →
7f86cc98c38b710aed0b0ca298086ce753950394565297

გაცნობიერება ტვინის განსაკუთრებული უნარია

“შესაძლოა ისე მოკვდე რომ ვერ აღმოაჩინო რა იყო შენი გრძნობა,ის …

სრულად →
photo

ნუ აქცევ თანამდროვე ტექნოლოგიებს შენს მტრად!

ყოველ ჩვენგანს დღე- ღამეში 24 საათი გვეძლევა , ხოლო ორ …

სრულად →
885f94026c8e3c20afb7fd74650843dc

ადამიანი, ვისაც შენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია,ხარ შენ!

ჩვენს მიერ არჩეული ცხოვრების წესი,ცხოვრების გზა და ადამიანები, რომლებსაც ცხოვრებაში, …

სრულად →
ad4850143e7568edb31e7b3834e4447a7991a03b_snails

ცხოვრების გაუმჯობესების 4 ინგრედიენტი

მოგესალმები, ძვირფასო მკითხველო! ამ სტატიაში მინდა 4 წესის შესახებ გიამბო, …

სრულად →
time

გიფიქრიათ იმაზე, თუ რას ვერ ვიმორჩილებთ ადამიანები?

დავაფასოთ დრო…  გიფიქრიათ იმაზე, თუ რას ვერ ვიმორჩილებთ ადამიანები? ჩვენს …

სრულად →
Copyright © 2022 ინგა ბლესსის განათლების ხაზი | Created by Kerketi