ქოუჩინგი

შეუძლია თუ არა შეძახილს ხის გახმობა!?

„აფირმაცია“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „დამტკიცებას“, „დადასტურებას“. აფირმაცია არის მოკლე წინადადება, ფრაზა, ე.წ. „ვერბალური ფორმულა“. როცა ადამიანი ამ ფრაზას მრავალჯერ იმეორებს გააზრებულად და ემოციურად, ასე აჯერებს წარმოთქმულსა და გაჟღერებულ სიტყვებს თავის ქვეცნობიერს. აფირმაციების ხშირი გამეორება ადამიანისთვის სტიმული ხდება და ცხოვრება დადებითად იწყებს შეცვლას. აფირმაციის ავტორად მიიჩნევენ ფრანგ მეცნიერს – ემილ კუეს. მისი აზრით, როცა ადამიანი …

შეუძლია თუ არა შეძახილს ხის გახმობა!? Read More »

ჩვევები აყალიბებენ ჩვენს ფასეულებებს, ფასეულობები კი ქმნიან ჩვენს ცხოვრებას

აფირმაცია ეს არის ადამიანის აზრების და ფიქრების პოზიტიური ფორმულირება.ყველა ადამიანი ქმნის თავის პიროვნულ აფირმაციას,რომლის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში,რომ პიროვნება მთელი დღის განმავლობაში ფოკუსირდება პოზიტივზე,დადებით ემოციებზე.დადებით ემოციებს კი იგი გადაჰყავს ცხოვრების მაღალ ვიბრაციებზე.მაღალი ვიბრაციების მქონე ადამიანი ასხივებს დადებით ემოციებს,რაც მას ხელს უწყობს ენერგიების მოზიდვაში.ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ადვილად მიაღწევს დასახულ მიზნებს. აფირმაციის ყოველდღიური გამეორება ავტომატურად იწერება ჩვენს ქვენობიერში.ქვეცნობიერი …

ჩვევები აყალიბებენ ჩვენს ფასეულებებს, ფასეულობები კი ქმნიან ჩვენს ცხოვრებას Read More »

დალაგებული აზრებით მიღწეული სასურველი მდგომარეობა

აფირმაცია, იგივე პოზიტიური დებულება – ძალიან კარგი და ეფექტური საშუალებაა სასურველი ცვლილებების განსახორციელებლად. აფირმაცია, ესაა დალაგებული აზრები, რომელიც გამოხატავს ადამიანისთვის სასურველ მდგომარეობას. ადამიანს ის შეუძლია ხმამაღლა წარმოთქვას ან ჩუმად, თავისთვის გულში, თუმცა შედეგიანია ორივე შემთხვევაში. მე პირადად ხმამაღლა წარმოთქმას ვანიჭებ უპირატესობას.. აფირმაციაში უნდა დავიცვათ 3 წესი: პირველი, ის უნდა იყოს პოზიტიური. მეორე, ის უნდა იყოს …

დალაგებული აზრებით მიღწეული სასურველი მდგომარეობა Read More »

მე ვიპოვე ის გზა, რომელიც დამეხმარება ჩემი საკითხის მოგვარებაში

აფირმაცია მაგიის მსგავსია. არსებობს უამრავი მსგავსი მაგია, რომელიც იზიდავს წარმატებას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ა.შ. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ მაგია საბოლოოდ მთავრდება ჩვენი აზრებით, რისიც ჩვენ გვჯერა ან გვწამს და ა.შ. ეს სამყარო ხომ ზუსტად შეიქმნა აზრებით თუ როგორი უნდა ყოფილიყო და ამაში ჩაიდო დიდი ძალისხმევა , რომ სამყარო შექმნილიყო ასეთი მშვენიერი ჩვენთვის. აფირმაცია ეს არის …

მე ვიპოვე ის გზა, რომელიც დამეხმარება ჩემი საკითხის მოგვარებაში Read More »

რა ძალა აქვს აფირმაციას?

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი მიზნები რეალობად გადაიქცეს და სასურველი შედეგი მივიღოთ? ალბათ ყველას დაგვისვამს ეს კითხვა საკუთარი თავისათვის ფიქრებთან მარტო დარჩენილებს, მეც დამისვამს, მაგრამ არასოდეს მომსვლია აზრად, რომ მიზნის პოზიტიურად ჩამოყალიბებას და ფურცელზე დაწერას, ამხელა ძალა და მნიშვნელობა ქონდა. ჩვენ ადამიანები, რატომღაც ჩვენს ცხვირწინ არსებულ მარტივ გამოსავალს ვერ ვამჩნევთ და საკუთარ თავთან , …

რა ძალა აქვს აფირმაციას? Read More »

შეცვალე ცნობიერება დღეს და შექმენი სასურველი მომავალი

სწორი აზროვნება ეფუძნება სიცოცხლის კანონებს და ემსახურება ადამიანს მოიყვანოს საკუთარი ცხოვრება ჰარმონიაში სიცოცხლის კანონებთან. და სწორედ ამ სწორი აზროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან წარმატებული აღმოჩნდა დადებითი შინაარსის მქონე მოკლე წინადადებების, აფირმაციების, გამოყენება. აფირმაცია – affirmare(ლათ.) ითარგმნება როგორც დამტკიცება, დადასტურება.ადამიანი ყოველთვის ფიქრობს. სამწუხაროდ, მისი აზრები ხშირად ქაოტურია და ამ ქაოტური აზროვნების გამო მისი ცხოვრებაც სავსეა მოულოდნელობებით. მას მუდმივად …

შეცვალე ცნობიერება დღეს და შექმენი სასურველი მომავალი Read More »

აფირმაციის ძალა-გამოსცადე და დანერგე ცხოვრებაში!

აფირმაცია, გამეორებული ყოველდღე – ეს არის პოზიტიური დადასტურება, რომელიც დაგეხმარება იმ მიზნების მიღწევაში, რომლის საჭიროებას გრძნობ. XIX და მეოცე საუკუნეებში, ფრანგმა მეცნიერმა ემილ კუიმ წამოაყენა თეორია აფირმაციის შესახებ. მისი თქმით, თუ ადამიანი ყოველდღე იმეორებს ერთსა და იმავე ფრაზას, მაშინ ის განსაზღვრავს მის დამოკიდებულებას მის პიროვნებასთან. ამიტომ, მომავალში, ადამიანისთვის ეს სიტყვები ჭეშმარიტებად იქცევა. მეცნიერი განმარტავს, რომ …

აფირმაციის ძალა-გამოსცადე და დანერგე ცხოვრებაში! Read More »

ემოციური ინტელექტი ბიზნესში

პირველად  ემოციური ინტელექტი შემდეგი მიგნების ასახსნელად გაჟღერდა: საშუალო IQ-ს (ინტელექტის კოეფიციენტი) მქონე ადამიანები შემთხვევების 70%-ის განმავლობაში  უმაღლესი  IQ-ს მქონეებს სჯობდნენ. ამ ანომალიამ ბზარი გაუჩინა რწმენას, რომ წარმატების საწინდარი მხოლოდ მაღალი IQ არის. ათეულობით წლის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყვეს, რომ ემოციური ინტელექტი არის ის მთავარი ფაქტორი, რომელიც ბრწყინვალე მომუშავეს დანარჩენებისგან გამოარჩევს. ემოციური ინტელექტი თითოეულ თქვენგანს აქვს. …

ემოციური ინტელექტი ბიზნესში Read More »

მუდმივი კითხვა: “რა უპირატესობა აქვს ქოუჩს?”

ქოუჩინგის უპირატესობები უკეთესად გაუმკლავდეთ სტრესს და ემოციებს. აღადგინეთ თვითშეფასება და თავდაჯერებულობა თქვენში ძლიერი მხარეების დადგენით და იმის ცოდნით, თუ როგორ უნდა განვითარდეთ ისინი გახდი მსახიობი თქვენი ცხოვრების: იმოქმედეთ, არ იტანჯოთ უმჯობესია ვიცხოვროთ პირადი და პროფესიული გადასვლის ფაზებში: განცალკევება, მძიმე დანაკარგი, სამსახურიდან გათავისუფლება, გადამზადება, პენსიაზე გასვლა … შექმენით პირადი და პროფესიული ცხოვრების პროექტი, რომელიც შეესაბამება მის …

მუდმივი კითხვა: “რა უპირატესობა აქვს ქოუჩს?” Read More »

თანამედროვე მეთოდები ადამიანის დასახმარებლად

ჯერ კიდევ უძველეს დროშიც მიიჩნეოდა, რომ ”ქოუჩინგი არის ხელოვნება დაეხმაროს ადამიანს საკუთარი გადაწყვეტილებების პოვნაში,” ქოუჩინგს არ აქვს თერაპიული მიზნები, თუნდაც ის პირადი განვითარების დისციპლინების ნაწილი იყოს. ამასთან, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს თერაპიული მიდგომის მხარდაჭერა, მკურნალობის უკეთესად დასახმარებლად ან ჯანმრთელობისთვის მომგებიანი ქცევის ცვლილების შესაქმნელად. აქამდე, პუბლიკაციების უმეტესობა კონცენტრირებული იყო დამატებით კოუჩინგის მომზადების სარგებელზე. მედიცინის მუშაკების მრავალი პროვაიდერი …

თანამედროვე მეთოდები ადამიანის დასახმარებლად Read More »