ქოუჩინგი

ქოუჩინგი ეს არის თანამედროვე ეფექტური ტექნოლოგია, რომელიც მარტივად წარმოაჩენს ინდივიდის შინაგან პოტენციალსა და რესურსებს, ეხმარება მას გააცნობიეროს და პაუხისმგებლობით დაისახოს მიზნები, მიაღწიოს სასურველ შედეგს და შეიგრძნოს თავი საკუთარი ცხოვრების შემოქმედად.
ქოუჩინგი ადამიანს აძლევს საშუალებას კითხვებზე პასუხის გაცემით აღმოაჩინოს თავისი რეალური სურვილები, მისწრაფებები და მიზნები და ასევე აღმოაჩინოს ის, რაც ხელს უშლის ყოველივე ზემოხსენებულის მიღწევაში – შემზღუდველი რწმუნებულებები, შიშები და ა.შ. ქოუჩინგი პიროვნებას აძლევს მოტივაციას, რათა მან მოიკრიფოს გამბედაობა, ჩახედოს თვალებში ამ ყოველივეს და დაუყოვნებლივ დაიწყოს მოქმედება თავისი საოცნებო ცხოვრების შესაქმნელად, სწორედ ისეთი რეალობის, როგორიც მას სინამდვილეში სურს რომ ჰქონდეს!
ქოუჩინგი ფართოდ გამოიყენება როგორც ორგანიზაციულ და ისე პირად საკითხებში. ძირითადი განსხვავებები ქოუჩინგსა და თერაპიას შორის არის ის, რომ ქოუჩინგი არ ცდილობს გადაჭრას ისეთი ღრმა, მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის მიზეზი სერიოზული ფსქოლოგიური, ქვეცნობიერი პრობლემებია. ქოუჩინგი ორიენტირებულია ნაკლები დანახარჯებით სწრაფი და ეფექტური შედეგის მისაღებაზე, მიზნების დასახვასა და მიზნამდე მისასვლელი გზების ძიებაზე.
ვისთვის არის ქოუჩინგი
- მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის
- ტრენერებისთვის
- ფსიქოლოგებისთვის
- მასწავლებლებისთვის
- ორგანიზაციის მმართველებისთვის
- ვინც დაინტერესებულია თვითგანვითარებით
- ნებისმიერი პროფესიისა წარმომადგენელთათვის
- მშობლისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის

I მოდული

II მოდული

III მოდული

IV მოდული

ფინანსური ქოუჩი

ურთიერთობების ქოუჩი
